суббота, 17 апреля 2010 г.

პროექტი

1.პროექტის სახელი
ქართული კულტურა–მსოფლიო კულტურის ნაწილი
2.პროექტის მოკლე აღწერა
ქართული კულტურის ძეგლები აღწერილი მოსწავლეების მიერ თავიანთი თანატოლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
3.პროექტის სრული აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს უცხოელი ბავშვებისთვის ქართული კულტურის გაცნობას და პირიქით. ვფიქრობ ეს მით უფრო საინტერესო იქნება თუ პროექტში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას ბავშვები. მოსწავლეები გაინაწილებენ კვლევის ობიექტებს ( თავდაპირველად თბილისის მასშტაბით) . ისტორიული წყაროების გამოყენებით დაწერენ მოკლე ისტორიას კონკრეტულ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე, გადაუღებენ მას ფოტოებს და განათავსებენ საკუთარ web- გვერდზე. მოსწავლეები შესთავაზებენ უცხოელ „კოლეგებს“ იფორმაციის გაცვლას და კულტურის გაზიარებას.
4.მონაწილეთა აღწერა
VIII-IX კლასის მოსწავლეები. 15– 20მოსწავლე.
5.ვადები/ ხანგრძლივობა
თავდაპირველად ერთი–ორი თვე (მოსწავლეები დაიწყებენ თბილისში და მის შემოგარენში არსებული კულტურული ძეგლების აღწერას).
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოსწავლეები გაინაწილებენ კვლევის ობიექტებს, გააცნობენ ერთმანეთს მოპოვებულ ინფორმაციას,ფოტოებს, შეარჩევენ საუკეთესოს. გადათარგმნიან მოპოვებულ მასალას ყველა შესაძლო ენაზე.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოპოვებულ ინფორმაციას,(ლეგენდებს , თქმულებებს, წერილობით წყაროებს (ნათარგმნი ფორმით) ) ფოტოებს , ვიდეოებს მოსწავლეები განათავსებენ საგანგებოდ შექმნილ ბლოგზე, გააგზავნიან მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა სკოლებში. შესთავაზებენ თანატოლებს თანამშრომლობას, საკუთარი კულტურის გაზიარებას.
უცხოელი მოსწავლეები ბავშვობიდანვე დაინტერესდებიან ქართული კულტურით, ხოლო ქართველები თავის მხრივ გაეცნობიან მსოფლიოს კულტურის ძეგლებს.
ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მსოფლიოს ბავშვების გაერთიანებას.
პირობას დადებენ რომ ბლოგი იქნება მუდმივად განახლებადი.
8.სამუშაო ენა
ქართული ენა
9.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ.გეო.VIII.14.მოსწავლე შეისწავლის ხელოვნებისა და განათლების განვითარების საფუძვლებს.
• ქმნის საკუთარ სიმბოლიკასდა კონტურულ რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ბუნებრივ და ხუროთმოძღვრების ძეგლებს;
• აღწერს მშობლიურ კუთხეშიმდებარე ბუნებრივ ან/და ხუროთმოძღვრულ ძეგლს და მოიპოვებს მათზე ინფორმაციას;
• ეცნობა UNESCOS –ს ბუნებრივი და კულტურული ძეგლების ნუსხაში შეტანილ კავკასიაში არსებულ დაცულ ობიექტებს და გამოთქვამს მოსაზრებას, რა ობიექტებს დაუმატებდა ამ ნუსხას და რატომ;
10.პროექტის ავტორი
ირინე წიკლაური
11ავტორის E-mail
iratsiklauri@gmail.com